მინისტრი: ქართული თაფლი ე.წ. პრივილეგირებულ პროდუქტთა შემადგენლობაშია

თბილისი (BPI) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობისთვის ქართული პროდუქციის მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის.

როგორც ლევან დავითაშილმა ქართული თაფლის მწარმოებლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ქართული თაფლი ე.წ. პრივილეგირებულ პროდუქტთა შემადგენლობაშია.

“მისი წარმოების ხელშეწყობისა და მსოფლიო ბაზარზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ. სწორედ ქართული თაფლი გახდა პირველი ცხოველური პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ევროპის ბაზარზე გავიდა”, – განაცხადა მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …