მინისტრი: ლარი წონასწორობის ნიშნულს მიუახლოვდა, მომავალი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული

ლარის გამყარება სამომავლოდ ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, ამ დროისთვის კი ლარი წონასწორობის ნიშნულ მიუახლოვდა.

„არც ერთი პასუხისმგებლიანი ადამიანი კურსზე პროგნოზს არ აკეთებს და არც უნდა გააკეთოს. ჩვენი და ეროვნული ბანკის ანალიზით, ლარი მიუახლოვდა წონასწორობის ნიშნულს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რა იქნება მომავალში, ამაზე არავინ უნდა გააკეთოს პროგნოზი. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული ლარის გამყარება, მათ შორის საგარეო მოვლენების განვითარებაზე, ტურიზმის სეზონზე. კორონავირუსის საკითხმა ავიამიმოსვლა შეანელა და შეამცირა, როგორი იქნება მისი ეფექტი. მრავალი ფაქტორია. მთავარია, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ხელოვნური ჩარევებისგან თავი შევიკავოთ“ , – განაცხადა მაჭავარიანმა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …