მინისტრი: ლარის რყევა ბუნებრივია

თბილისი (BPI) – სებ-ის ინტერვენციბით ლარის გაუფასურებისგან დაცვის ულუზიაზე, ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი მერყეობა და ლარი თავის წონასწორულ კურსს ნებისმიერ შემთხვევაში იპოვის. როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა მიმართულია, რომ ხელი არ შევუწყოთ ლარის გაუფასურებას. პირიქით, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან, ნებისმიერი სახის აქტივობისგან, რამაც შეიძლება კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს. თუმცა, არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მერყეობა”,- მიაჩნია ვანო მაჭავარიანს.

“თუ გგონიათ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყრა არის რესურსი, ძალიან ცდებით. რესურსი უნდა იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, ეკონომიკური პროცესებისგან გენერირებული მყარი ვალუტა, დოლარის ან ევროს შემოსავლები, რომელიც ლარს ასეთი ტიპის გაუფასურებისგან იცავს. არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას გაუფასურებისთვის ხელი არ შეუწყია არანაირად,“

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …