მინდა სრულიად გავიზიარო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები: სანქციები, რომელიც დაწესდა უფრო სიმბოლურია ვიდრე სერიოზული – გიორგი აბაშიშვილი

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება “ჯეოქეისის არარეზიდენტი მკვლევარი და კავკასიის უნივერსიტეტის (СIU) ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი აბაშიშვილი, რომელმაც რადიო “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ რუსეთმა სანქციების მოლოდინში არსებული რისკები კარგად შეაფასა და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

“სოლიდარული ვარ უკრაინელი ხალხის მიმართ. სამწუხაროდ არქიტექტურულად ყველაფერი ერთი ერთში მეორდება საომარი მოქმედებების არქიტექტურის ჩათვლით, როგორც ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს. რელობა არის ის, რომ მეც ძალან მომხვდა და სრულად ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც უცხოურ მედიასთან შეხვედრის დროს იხმარა ასეთი ფრაზა “რომ ეს სანქციები უფრო მეტად არის სიმბოლური, ვიდრე სერიოზული”. არ შეიძლება არ დაეთანხმო პრეზიდენტს გამომდინარე იქედან, რომ იმდენი ხნის განმავლობაში იყო საუბარი სანქციების რაობაზე, სახეებზე და ასე შემდეგ, რომ რუსეთში ანალიტიკოსებმა ძალან ახლო მოდელირებით შეძლეს ზუსტად დაეთვალათ თუ რა რისკები შეიძლება ყოფილიყო რუსეთის ეკონომიკისთვის. დანახარჯი/სარგებლიანობის ანალიზი სრულად შესაძლებელი იყო, იმდენი მონაცემის მიწოდება მოხდა. როცა საუბარია დროის მოგებაზე, თუ ვინმემ დრო მოიგო ეს არის რუსეთი, ასეთი ტიპის ნელი მოქმედებებით. რუსეთმა მოიგო დრო რათა კარგად გაეანალიზებინა და შეეფასებინა, გადაეფასებინა საკუთარი ძალები და ამის შემდეგ განეხორციელებია მოქმედება. რუსეთმა ჩათვალა, რომ უღირდა”, აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

აბაშიშვილის თქმით, რუსეთის ეკონომიკა ძალიან მჭიდროდაა ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკასთან და მისი გათიშვა საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-დან ნიშნავს (რაზეც საუბარი მიდის) იმას, რომ ქვეყანა რჩება იზოლირებული და ეს პროცესები ასახვას პოვებს საფონდო ბირჟაზე, გადარიცხვებზე და სხვა. რეალურად პროცესი შეეხება აბსოლიტურად ყველა მოქალაქეს.

“წარმოუდგენლად გართულდება ოპერაციები. ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ იმაზე, რომ როდესაც სანქციებს უწესებ ქვეყანას და ის ქვეყანა ზარალდება, მაგრამ სანქციების დამწესებელიც აუცილებლად იხდის ფასს. შეიძლება ბევრმა თქვას, რა გახდა SWIFT-დან რუსეთის გათიშვა, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა. მივესალმები რუსეთს ყველაფრიდან გათიშვას, მაგრამ ეს საქართველოსთვისაც ზიანის მომტანია. საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე, არამხოლოდ სავაჭრო, ძალიან მაღალია. ფულად გადმორიცხვებში რუსეთი საკმაოდ დიდი კონტრიბუტორია”, განმარტავს გიორგი აბაშიშვილი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …