“მიმოს” და “სტარტაპერს“ სტარტაპერებისთვის ერთობლივი შეთავაზება აქვთ

თბილისი (BPI) – #თიბისიშენთვის  ფარგლებში, პროგრამა „სტარტაპერი“ და საკურიერო მომსახურების ახალი კომპანია „მიმო“ დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ერთობლივ ინიციატივას სთავაზობენ.

შეთავაზების ფარგლებში, პირველი  100 სტარტაპი, რომელიც „მიმოს“ მომხმარებელი გახდება,  საკურიერო მომსახურებას 1 თვის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

საკურიერო მომსახურების ციფრული კომპანია  „მიმო“, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას,  შეკვეთის ონლაინ რეჟიმში კონტროლსა და  სწრაფი მიწოდების სერვისს სთავაზობს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე, „მიმოს“ მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ბიზნესებისთვისაა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კომპანიის სერვისების მიღებას უკვე ფიზიკურ პირებიც შეძლებენ.

„მიმოს“ გუნდს 100 თანამშრომელი ქმნის. კომპანია 8 საფოსტო ოფისსა და 4 ტერმინალს აერთიანებს  მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მიმოს“  შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის  –  032 2 050799; 032 2 050798,  ასევე ელექტრონული ფოსტის: info@mimo.ge საშუალებით. უახლოეს მომავალში ამოქმედდება კომპანიის ვებ-გვერდიც.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …