მილიარდელები ზარალ ითვლიან – ბიძინა ივანიშვილმა 125 მლნ დაკარგა

თბილისი (BPI) – 12 მარტის ვაჭრობის შემდეგ მილიარდერთა სია „გაწითლდა“. პლანეტის უმდიდრესი ადამიანები ზარალს ითვლიან. ჯეფ ბეზოსი ამ დროისათვის დედამიწაზე ერთადერთია ვისაც 100 მილიარდზე მეტი ქონება აქვს.

Forbes -ის გათვლებით, Wall – street-ზე ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნის შემდეგ, მსოფლიოს 20-მა უმდიდრესმა ადამიანმა 78 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.

ვაჭრობისას ინდექსები Dow Jones, S&P 500 და NASDAQ თითქმის 10%-ით დაეცა. Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვითაც, ჯეფ ბეზოსი ერთადერთია ვისაც 105 მილიარდის ფლობს, გუშინ Amazon -ის აქციები 8%-ით დაეცა, ბილ გეითსი -98 მილიარდს, Berkshire Hathaway -ის დამფუძნებელის უორენ ბაფეტი კი, 70.2 მილიარდს ფლობს.

სიაში შემავალი ყველა ადამიანის ქონება შემცირებულია. მათ შორის, ქართველმა ბიძინა ივანიშვილმა ბოლო დღეებში 125 მილიონი დაკარგა.

ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

რუსეთიდან გასულმა კოკა-კოლამ, ქვეყანაში ბოთლის სახით სავაჭრო ნიშანი გაახანგრძლივა

ამერიკული გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა Coca-Cola Company-მ რუსეთში თავისი საფირმო შუშის ბოთლის სავაჭრო ნიშნის უფლებები გაახანგრძლივა. …