მიკროავტობუსები ვალდებულნი იქნებიან დამატებით 12 ქუჩაზე მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერონ

თბილისი (BPI) – მიკროავტობუსები ვალდებულნი იქნებიან დამატებით 12 ქუჩაზე მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერონ.

მერიამ დედაქალაქში ქალაქის მთავრობის სხდომაზე უკვე დაასახელა 12 ასეთი ქუჩა:

ქეთევან დედოფლის, თამარ მეფის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირებზე, ასევე,  ნუცუბიძის, ცოტნე დადიანის, სულხან ცინცაძის, ვაჟა ჩაჩავას ქუჩა, პეტრე ქავთარაძის, აწყურისა და ჯავახეთის ქუჩები.

თბილისის მერიამ მიკროავტობუსებისთვის რეგულაციები ერთი წლის  წინ აამოქმედა. რეგულაციები 14 ცენტრალურ ქუჩაზე გავრცელდა. “ამ რეგულაციებმა გაამართლა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …