მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 38.1 მლრდ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით -26.4 მლრდ აშშ დოლარი (-81.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -132.4 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 63.0 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.8 მლრდ აშშ დოლარია (36.5 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 161.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 38.1 მლრდ აშშ დოლარი (118.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 98.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …