მთავრობის სავალუტო ოპერაციების გავლენა რეზერვებზე უარყოფითია

თბილისი (BPI) – სავალუტო რეზერვები 19%-ი (Y.Y)არის გაზრდილი.

სებ-ის წლიური ანგარიშით, 2018 წელს ოფიციალური სარეზერვო აქტივები 250.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, $ 3.29 მლრდ -მდე.

სარეზერვო აქტივების მატება მნიშვნელოვანწილად ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციებმა განაპირობა. აუქციონებზე წმინდა შესყიდვამ $197.5 მლნ შეადგინა.

რეზერვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნების ზრდამაც შეიტანა , $270 მლნ  -ის ფარგლებში.

მთავრობის სავალუტო ოპერაციების გავლენა რეზერვებზე უარყოფითი იყო. უცხოური ვალუტით ვალის მომსახურებამ დაახლოებით 390 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, საქონელსა და მომსახურებზე მთავრობის სავალუტო დანახარჯებმა დაახლოებით 333 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რეზერვების ადეკვატურობის შეფასების (IMF ARA მეთოდოლოგიით13) მიხედვით, 2018 წლის ბოლოსათვის საქართველოს საერთაშორისო რეზერვების დონე 93 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მეთოდოლოგიით, საგარეო და ლიკვიდობის შოკებისაგან დასაზღვევად სასურველია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზომის სსფ-ს წევრი ქვეყნებისათვის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი 100 პროცენტიდან 150 პროცენტამდე მერყეობდეს. მომდევნო წლებში საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს გაამრავალფეროვნოს სავალუტო ინტერვენციების ინსტრუმენტები.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში საერთაშორისო რეზერვები ARA მეთოდოლოგიით განსაზღვრულ ადეკვატურობის ფარგლებში მოექცევა.

გარდა ამისა, 2018 წლის ბოლოსთვის საერთაშორისო რეზერვებით 2019 წლის საპროგნოზო იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტმა 3.5 თვე შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …