მთავრობა საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე  მუშაობას აგრძელებს

მთავრობა საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე  მუშაობას აგრძელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საპარტნიერო ფონდს პროფესიონალი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება.

“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, თუ როგორი იქნება კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით. შინაარსის ნაწილში პოზიციები განსაზღვრულია. ფონდს ეყოლება პროფესიონალი სამეთვალყურეო საბჭო და საინვესტიციო საბჭო, შესაბამისად, ისინი განსაზღვრავენ პრიორიტეტებს. მნიშვნელოვანი სახელმწიფო საწარმოები არ იქნებიან ფონდის ნაწილი, იმიტომ რომ, ფონდის ახალი შინაარსიდან გამომდინარე ლოგიკური არც არის, რომ ისინი ფონდის მმართველობის ქვეშ იყვნენ.

საქართველოს მთავრობა მუშაობს და უახლოეს დღეებში დაამტკიცებს სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიას.

იგივე რეფორმები უნდა განხორციელდეს სტრატეგიულ სახელმწიფო საწარმოებში. იმისთვის რომ მმართველობის პროცესი მეტად გამჭვირვალე იყოს, მათ მიმართ სახელმწიფოს სხვა გეგმები აქვს და შესაბამისად, გაიმიჯნება ფონდის პორტფელისგან. ფონდი იქნება საინვესტიციო, რომელიც ისეთ პროექტებს განახორციელებს, რომელიც მნიშვნელოვანია საინვესტიციო კუთხით და ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხითაც. ფონდი აბსოლუტურად უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაქსიმალურად უნდა გაემიჯნოს სახელმწიფო ბიუჯეტს და უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ეს შეთანხმება გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც. უახლოს მომავალში უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ თუ როგორი იქნება ფონდი“, – განაცხადა დავითა

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …