მთავრობა განახლებული წყალტუბოს ამოქმედებას 2024 წლისთვის აანონსებს

თბილისი (BPI) – განახლებული წყალტუბო ტურისტების მიღებას 2024 წლიდან დაიწყებს, – ასეთია მთავრობის გეგმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა მოკლე ვადებში წყალტუბოში არსებულ სახელმწიფო ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შესთავაზებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეს არსებული ოფიციალური შეფასებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის ფასი 47,5 მლნ ლარია.

„ჩვენი შემდეგი ნაბიჯია, მოვამზადოთ ეს ობიექტები კვლავ საპრივატიზებოდ და საბაზრო პირობებით შევთავაზოთ ბიზნესს. ამის შემდეგ, თუ დარჩება ისეთი ობიექტები, ან ინფრასტრუქტურის ნაწილი, სადაც ბიზნესი ვერ შეძლებს ინვესტიციის განხორციელებას, არ გამოხატავს ინტერესს, ან რესურსის ნაკლებობას იგრძნობს, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ იგივე ფონდი „ქართუ“-სა, თუ თანაინვესტირების ფონდის რესურსს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სოციალური ქველმოქმედების განხორციელების ინიციატივამ ძალიან ძლიერი სტიმული შექმნა ყველასთვის, მათ შორის, იმ კონკრეტული ბიზნესებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ წყალტუბოში სასტუმროებს თუ სანატორიუმებს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო დღემდე ინვესტიციის განხორციელება ვერ მოახერხეს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …