მთავრობა ბიოწარმოებას ახალისებს

თბილისი (BPI) – მთავრობა ბიოწარმოების წახალისებაზე ზრუნავს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობისთვის, სამინისტრო ფერმერებს დაეხმარება, როგორც წარმოებისა და კონსულტაციების ნაწილში, ისე სერტიფიცირების ეტაპზე.

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებია:

5 წლის განმავლობაში ბიოპროდუქციის წარმოების ფართობების ზრდა 5,000 ჰა-მდე, 2000-მდე

ბიომეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა

არსებული და ახალი ბიომეურნეობების სერტიფიცირების ხელშეწყობა

ბიოპროდუქციის ცნობადობისა და პოპულარიზაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება

ბიომწარმოებელთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება, კვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება ბიო-წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის …