მთავრობა ბიზნესს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების 100 ახალ პროექტს შესთავაზებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახლო მომავალში სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზების მიზნით ბიზნესს 100 ახალ პროექტს შესთავაზებს.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად მართვის პრიორიტეტულობაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში იგივე მიდგომა გატარდება, როგორც პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ შემთხვევაში.

“ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით სახელმწიფო რამდენიმე სერიოზულ რეფორმას, ახოპრციელებს. მისი მიზანია სასარგებლო წიაღისეულის ეფექტიანი მართვა და ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა. სამინისტრო გამოიტანს 100 დამატებით პროექტს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზების მიზნით. ეს მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით დაახლოებით 120 მილიონი ინვესტირების ბაზისი შექმნას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …