მთავრობა ანაკლიის პროექტზე ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისთვის ემზადება

თბილისი (BPI) – ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისთვის მთავრობა ემზადება. სწორედ ამ ინტერესთა გამოხატვის შედეგად შეირჩევა ახალი ინვესტორი.

„ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე შეირჩევა ახალი ინვესტორი, რომელიც შეძლებს და ექნება ფინანსური რესურსი და გამოცდილება პროექტის განსახორციელებლად”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ინტერესთა გამოხატვის პირობებზე მიმდინარეობს მუშაობა. მისი თქმით, მთავრობა იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ბანკებთან, რომლებიც შესაძლოა, მომავალშიც მოიაზრებოდნენ აღნიშნული პროექტის დამფინანსებლებად. ამავდროულად პირობებში გათვალისწინებული იქნება ის მოტხოვნები რას საერტაშორისო ბანკებსა და ორგანიზაციებს ჰქონდათ.

„შესაბამისად, ინვესტორებს უკვე ერთიან პოზიციას, ინტერესთა გამოხატვის ერთიან პირობებს შევთავაზებთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2020 წლის 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …