მთავრობას დღეს შეუძლია დასაქმებას ხელი შეუწყოს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც

ბილისი (BPI) – ინვესტორებისადმი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ადგილობრივების დასაქმებაა, მაგრამ შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციის კადრებია საჭირო.  ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ სინერგიას და თანამშრომლობას“- ნათია თურნავამ  „სპექტრში“, ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადაცემის ცერემონიაზე.

„სპექტრის“  პლატფორმაზე აღნიშნა, სადაც კერძო ბიზნესი, საგანმანათლებლო დაწესებულება და მთავრობა თანამშრომლობს რომ ყველამ თავის მიზანს მიაღწიოს.  ხელს შევუწყობთ ახალ, მომზადებულ და  განათლებულ კადრებს, რომლებზეც არის მოთხოვნა”, –  ეკონომიკის კინისტრმა პროფსასწავლებლებს მხარდაჭერა აღუთქვა სხვადასხვა მიმართულებით –  იქნება ეს ახალი შენობები, გრანტები, აპარატურა თუ ახალი პროექტები.

 ნათია თურნავას ინფორმაციით, „ნენსკრა“, „თბილის ენერჯი“, სხვადასხვა მცირე თუ საშუალო ჰესი, ასევე სახელმწიფო ენერგოსისტემა მზად არის პროფესიული განათლების, მომზადებული სპეციალისტები აიყვანოს.

მინისტრის თქმით,  მთავრობას დღეს შეუძლია, დასაქმებას ხელი შეუწყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც.

„დიპლომები, რომლებსაც „სპექტრი“ გასცემს და თქვენ მიიღებთ, აღიარებულია მსოფლიოს 150 ქვეყანაში, თქვენნაირ სპეციალისტებზე გლობალურად არის უდიდესი მოთხოვნა. მთავრობის  ამოცანაა, სხვადასხვა ქვეყანასთან დავამყაროთ ორმხრივი ურთიერთობები და გავაფორმოთ ხელშეკრულებები, რომ, სურვილის შემთხვევაში, თქვენ საზღვარგარეთაც შეძლოთ ღირსეული დასაქმება”,- განაცხადა მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …