მთავრობამ 2 ბანკისგან ₾70 მლნ ისესხა, 2 წლიანი ბონდებით

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე ₾70 მლნ-ის 2-წლიანი ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. მონაწილე 2 ბანკის მხრიდან, მოთხოვნამ  105 055 000 ლარი შეადგინა  საშუალო შეწ. განაკვეთი 8.189%-ია. (კუპონური – 6.75%,  გადახდა ყოველ ექვს თვეში)

როგორც იცით, საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, 2019 წელს გათვალისწინებულია, სულ 900 მლნ ლარის ემისია,  თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული 400.0 2 მლნ ლარის ნაცვლად. ახლადემიტირებული ბონდებით, ფული მუნიციპალური პროექტების და განათლების რეფორმის ღონისძიებების დასაფინანსებლადაც მიემართება.

კაპიტალის  ბაზარზე შესასვლელად  საპენსიო სააგენტოც ემზადება. ამ დროისთვის საპენსიო ანარიცხები მხოლოდ საბანკო სექტორშია  განთავსებული. საპენსიო სააგენტო თანხების ინვესტირებას იწყებს.

საინვესტიციო საბჭო საინვესტიციო ოფიცერს მალე წარადგენს, რომელიც  ფულის შემოსავლიან ინსტრუმენტებში, მათ შორის სახაზინო ობლიგაციებში განთავსებას უზრუნველყოს. რისკებს, სააგენტოს რისკის მართვის მთავარი ოფიცერი ბაქარ მარუაშვილი შეწონის. (მარუაშვილს მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

საპენსიო სქემაში  900 000 დასაქმებულია ჩართული და  59 000 კომპანია.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …