მთავრობამ ვალის მართვის სტრატეგია შეიმუშავა

თბილისი (BPI) – საქართველოს ვალის მართვის სტრატეგია აქვს, მასზე ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის ჩართულობით უცხოელ კოლეგებთან ერთად იმუშავა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის რეალიზაცია ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. მისივე თქმით, დოკუმენტი შემუშავებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და 2019-2021 წლებზე გავრცელდება.

„ეს არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კაპიტალის ბაზრის განვითარება მომავალ წლებში, ლარიზაციის ტემპების დაჩქარება, ეკონომიკის გაძლიერება, რათა ვიყოთ უფრო მდგრადი გარე შოკების მიმართ. მაქვს მოლოდინი, რომ ამ სტრატეგიის რეალიზაცია ეკონომიკას გახდის კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს და დაგვეხმარება პერსპექტივაში, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა გავატაროთ ყველა რეფორმა იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …