მთავრობამ ბანკებისგან 70 მლნ ისესხა

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 153,5 მლნ ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.37%-ით, მაქსიმალური 9.79%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.461%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

შემთხვევითი სიახლე

Apple ამზადებს ბიუჯეტურ iPhone 17e-ს და გეგმავს iPad-ისა და Mac-ის ხაზის მასშტაბურ განახლებას

ტექნოლოგიური გიგანტი Apple 2026 წლისთვის პროდუქციის ხაზის მნიშვნელოვან გადახალისებას გეგმავს, რომლის ცენტრალური ფიგურა ახალი, შედარებით …