მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებები 15 დეკემბრამდე გადაუვადა

თბილისი (BPI) – “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ვალდებულებების ვადა 15 ივნისს ეწურებოდა, ფინანსური დახურვისთვის 15 დეკემბრამდე გადაუვადდა. ეს უკვე რიგით მეექვსე გადავადებაა. ინფრასტრუქტურის მინისტრი იმედოვნებს, რომ ინვესტორს დამატებითი გადავადება აღარ დასჭირდება.

მაია ცქიტიშვილის თქმით, მიმდინარეობს შიდა სამთავრობო პროცედურები, რადგან ცვლილება მთავრობასთან შეთანხმებას მოითხოვს.

მინისტრმა 21 მაისის შეხვედრა გაიხსნა ინვესტორებსა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე შეთანხმებით კონსორციუმმა ვადა უნდა წარადგინოს.

“კონსორციუმისგან ამ კვირის განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს სასურველი ვადა 6 თვე იქნებოდა და როგორც ამ შეხვედრაზე წინასწარ ვიყავით ინფორმირებულები ჩვენ გავიზიარებდით ამ ვადას”.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არავისთვის არის სასურველი პორტის მშენებლობის ვადების გადაწევა. “ბუნებრივია დაფინანსების გადავადება არ შეიძლება არ აისახოს პორტის მშენებლობის ვადებზე. ეს არის, რაც ყველას ერთად გვადარდებს,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …