მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.
ინფლაცია და ცენტრალური ბანკები
BI. გლობალური რეცესიის 50%-იანი შანსია, რადგან ცენტრალური ბანკები ზრდიან განაკვეთებს ინფლაციის შესაჩერებლად, ამბობს Deutsche Bank-ის ხელმძღვანელი.
FT. ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ თქვა, რომ აშშ-ს ეკონომიკა „კარგად არის პოზიციონირებული“ უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად, მიუხედავად შესაძლო რეცესიის შესახებ მზარდი შეშფოთებისა, რადგან ინფლაციის მონაცემები მოსალოდნელზე უარესია.
FT. დიდ ბრიტანეთში ინფლაციის დონემ მაისში 40 წლის მაქსიმუმს მიაღწია და 9.1% შეადგინა რაც ყველაზე მაღალია 1982 წლის შემდეგ.
FT. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს დროებით შეაჩეროს ფედერალური გადასახადი ბენზინზე და დიზელზე, რათა დაეხმაროს ამერიკელებს, რომლებიც ებრძვიან მაღალ ინფლაციას.
NBG. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 22 ივნისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. ინფლაციის მოსალოდნელი ტრაექტორია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიო გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. ამასთან დაკავშირებით კი, კვლავ მაღალი გაურკვევლობაა. დღევანდელი ინფორმაციის საფუძველზე არსებობს იმის ფრთხილი მოლოდინი, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მეტად აღარ გაიზრდება და შესაბამისი ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემცირდება.
ენერგოუსაფრთხოება და განახლებადი ენერგია
IMF. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები და ზოგიერთი სახის კრიპტო შეიძლება იყოს უფრო ენერგოეფექტური, ვიდრე ბევრი მიმდინარე გადახდის ვარიანტი, როგორიცაა საკრედიტო ბარათები.
WB. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში შეაფერხა გლობალური ენერგეტიკული ბაზარი.
CNN Bsiness Nightcup. როდესაც ცენტრალური ბანკები ზრდის საპროცენტო განაკვეთებს, ეს ანელებს ეკონომიკურ აქტივობას, ამცირებს ენერგიაზე მოთხოვნას, რაც ამცირებს ენერგორესურსების ფასებს.
BI. ევროპა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთმა ზამთარში ბუნებრივი აირის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს.
Bloomberg. მსოფლიო უფრო მეტ ნავთობსა და გაზს ითხოვს. ამერიკელები ტექნიკურად სათანადო მიწოდებას ჯერ ვერ უზფუნველყოფენ
EBRD. მატეო პატრონე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი ამ კვირაში კიშინიოვს სტუმრობს. ვიზიტი შეეხება EBRD-ის მხარდაჭერას მოლდოვას მიმართ – უკრაინასთან ომისა და პარასკევის ევროკომისიის რეკომენდაციების თაობაზე მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემას და განხილვას, თუ როგორ უნდა გაზარდოს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება.
Com. მთავრობა აპირებს ე.წ PPA ანუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები დააბრუნოს, რაზეც როგორც ცნობილია, 2017 წლის შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით მორატორიუმია გამოცხადებული.
GNEX. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა არის ელექტროენერგიით ვაჭრობის ადგილი არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე მიწოდების მიზნით, არამედ წარმოადგენს რეგიონულ ჰაბს, რომელიც გამოიყენება დაკავშირებული ბაზრების მონაწილეების მიერ ტრანსასასაზღვრო ვაჭრობისათვის.