მთავარი ეკონომიკური მოვლენები 21 ივნისის დილისათვის

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

რუსეთი თუ ევროკავშირი

FT Briefing. მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო ჩიპებისა და ტექნიკის მიწოდებაზე დაწესებული ექსპორტის კონტროლი რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივას არღვევს.

Business Insider. რუსეთის შეჭრა უკრაინაში მის ეკონომიკას 2007 წლამდე დააბრუნებს და 15 წლიან მიღწევებს მოსპობს.

მსოფლიო ბანკი

მშპ

• ფინეთი: $49,000
• რუსეთი: $10.000

ჯინის ინდექსი

• რუსეთი 36
• ფინეთი 27

სტატისტას მონაცემები

საშუალო ხელფასი

ფინეთი: 3,681 ევრო

რუსეთი: 56 ათასი რუბლი/950 ევრო

Heritage Foundation

HF . რუსეთის ეკონომიკური თავისუფლების ქულა არის 56,1, ამ მაჩვენებლით მისი ეკონომიკა 113-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში 2022 წლის ინდექსის თანახმად. რუსეთი ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის 43-ე ადგილზეა და მისი საერთო ქულა რეგიონალური და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

ფინეთი ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა და მისი საერთო ქულა რეგიონულ და მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს აღემატება.

HF. რუსეთის სასამართლო სისტემა მძიმედ არის მიკერძოებული სახელმწიფოს სასარგებლოდ. კორუფცია და დაუსჯელობა გავრცელებულია, განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვების, მედიის, ეროვნული თავდაცვისა და კომუნალური მომსახურების სფეროში.

ფინეთში საკუთრების უფლებებს იცავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღსრულების რეჟიმი. ფინეთი იცავს ბევრ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების დაცვას. სახელშეკრულებო ურთიერთობები მკაცრად დაცულია. ზოგადად, სასამართლო სისტემის ხარისხი მაღალია. კორუფცია არ არის მნიშვნელოვანი პრობლემა.

HF. რუსეთში დასაქმებულთა მობილობა რეგიონებში შეზღუდულია. ხელფასი და დასაქმების პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. შრომის სტანდარტები, რომლებიც ფორმალურად წერია, ხშირად არ არის დაცული.

ფინეთში შრომის კანონები მკაცრი და დაცულია.

HF. რუსულ ფინანსურ სექტორში დომინირებენ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბანკები. კერძო სექტორის ვაჭრობა და საინვესტიციო საქმიანობა დაქვეითებულია ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევით გამოწვეული სტრუქტურული და ინსტიტუციური შეზღუდვებით.

ფინეთში სახელმწიფო პოლიტიკა მნიშვნელოვნად არ ერევა უცხოურ ინვესტიციებში. კონკურენტუნარიანი ფინანსური სექტორი გვთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …