მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.
სანქციები და ენერგოუსაფრთხოება
BI: რუსეთი ნავთობის რეალიზაციიდან ნაკლებ მოგებას იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო მეტ ნედლ ნავთობს აგზავნის აზიის მიმართულებით, სადაც, უკრაინაში მიმდინაე ომის გამო ნედლეული სოლიდური ფასდაკლებით იყიდება.
The Economist: „ჩვენ მკაფიოდ ვადგავართ გზას, რომ გავხდეთ დამოუკიდებლები რუსული გაზის იმპორტისგან, მაგრამ ამას ცოტა მეტი დრო დასჭირდება, რადგან დამოკიდებულება ძალიან მაღალი იყო“ – გერმანიის ევროპისა და კლიმატის მინისტრი.
BI: კანადის ნედლი ნავთობის ფასები, ფიუჩერსულ გარიგებებთან შედარებით დაეცა გადამუშავების მაღალი დანახარჯების და არა მილსადენის შეფერხების გამო.
CNN: ამერიკელი მძღოლები ბენზინში რეკორდულ ფასებს იხდიან რამდენიმე მიზეზის გამო:
• რუსეთის შეჭრა უკრაინაში
• ჩინეთში ლოქდაუნის მოხსნა
• ნაკლები ნავთობი და გაზი სხვა წყაროებიდან
• გაზზე დიდი მოთხოვნა
ატლანტიკური საბჭო: მას შემდეგ, რაც რუსეთის ომი უკრაინაში ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე, სურსათის დეფიციტი საფრთხეს უქმნის ბაზრებს და პოლიტიკური არეულობის საშიშროებას ქმნის.
სასურსათო უსაფრთხოება
BI: ხორბლის ფასი მსოფლიოში იმატებს 5%-ზე მეტით, რადგან აშშ-ში ცუდი მოსავალია და ინდოეთში მარცვლეულის სასუქის მიწოდების შეფერხება საფრთხეს უქმნის გლობალურ მიწოდებას.
Bloomberg: ავსტრალია, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, ვარაუდობს, რომ ამ სეზონზე განსაკუთრებულად დიდი მოსავალი ექნება
მსოფლიო ეკონომიკა
BI: ბაზრის მოლოდინი განაკვეთების მატებასთან დაკავშირებით ზედმეტად მკვეთრია და ცენტრალური ბანკები საბოლოოდ იცხოვრებენ გარკვეული ინფლაციის პირობებში, რათა შეინარჩუნონ ზრდა.
UN DESA: მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომმა შეცვალა პოსტპანდემიური გლობალური აღდგენის პროცესი, მან ასევე იმოქმედა იმაზე, თუ როგორ უდგებიან ქვეყნებს კლიმატის ცვლილებას და დღის წესრიგის პირველ ადგილზე გადაინაცვლებს ეს საკითხი.
გეორგიევა ტვიტერზე: „მე ვამაყობ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი არა მხოლოდ ეხმარება ქვეყნებს კლიმატის ცვლილების საკითხების მოგვარებაში, არამედ მოწოდებულია წინ წაწიოს გარემოსდაცვითი მდგრადობის მიზნები, როგორც შიდა პრიორიტეტული ინსტიტუტი“.
FT: საფონდო ბირჟები ორშაბათს მთელს მსოფლიოში გაიზარდა, რადგან ჩინეთიდან მიღებული პოზიტიური განახლებების სერიამ, მათ შორის Covid-19-ის ზოგიერთი შეზღუდვის შერბილებამ, გაზარდა ინვესტორების ნდობა.
CNN Business Nightcup: კრიპტო–თაღლითებმა 2021 წლის დასაწყისიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარეს 46 000 ადამიანისგან, განაცხადა ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ.