მეცნიერებმა მარსის ზედაპირის ქვეშ ოკეანის ნიშნები აღმოაჩინეს

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარსის ზედაპირის ქვეშ წყლის ოკეანე შეიძლება იყოს. ასტრონომებმა წითელი პლანეტის სიღრმეში სეისმური აქტივობა დააფიქსირეს, რაც იმის ნიშანია, რომ 5,4 – 8 კილომეტრის სიღრმეზე შესაძლოა წყლის ფენა არსებობდეს, რომლის სიღრმეც 520-780 მეტრია. კვლევის ავტორების შეფასებით, წყლის მოცულობა ამ ოკეანეში ანტარქტიდის ყინულის საფარის მოცულობას უდრის.

მილიარდობით წლის წინ ჩვენი მეზობელი პლანეტა წყლით იყო სავსე, თუმცა დროთა განმავლობაში მაგნიტურმა ველმა და მზის რადიაციამ პლანეტის ატმოსფერო დააზიანეს. ატმოსფეროს შეთხელებამ ტემპერატურის ვარდნა გამოიწვია და წყალმა კოსმოსში დაიწყო აორთქლება. მისი გარკვეული ნაწილი ყინულის სახით მარსის პოლარულ ქუდებში შემორჩა. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ როგორც ჩანს, წყლის დარჩენილმა ნაწილმა პლანეტის ზედაპირის ქვეშ გადაინაცვლა.

მარსის სიღრმეში წყლის არსებობა მეცნიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან წყალი სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ისინი ვარაუდობენ, რომ ოკეანეში შესაძლოა სიცოცხლის ფორმებიც აღმოაჩინონ, თუმცა ეს უკვე წითელ პლანეტაზე მომუშავე მომავალი მისიების საქმე იქნება.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …