მეღვინე: გვინდა თავისუფლებაც და რუსეთის ბაზარიც, ორივე ერთად არ გამოვა

თბილისი (BPI) – მეღვინე იაგო ბიტარიშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთვის ტურისტულ ემბარგოს დაწესებას ეხმიანება და წერს, რომ თავისუფლება და რუსეთის ბაზარი ერთად არ გამოვა. მისი არჩევანი თავისუფლებაა. ის მიიჩნევს, რომ მომავალი თაობა მაინც იბრძოლებეს თავისუფლებისთვის და შესაბამისად მათი გადასალახი იქნება ის სირთულეები რაც ახლა აქვს საქართველოს.

“ფრენებს აკრძალავენ თუ ღვინოზე ემბარგოს დააწესებენ დარწმუნებული ვარ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

ჩვენ ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ გვინდა თავისუფლებაც და რუსეთის ბაზარიც. ეს ორი რამ დღევანდელი მოცემულობით არის შეუთავსებელი. ვერ იქნება სამწუხაროდ ასე და გვინდა თუ არა მოგვიწევს არჩევანის გაკეთება. ასე იყო ზვიადის, ედიკას, მიშას და ახლა უკვე ბიძინას დროსაც. თუ არ გჯერათ გადახედეთ მაგალითად ბელორუსიას არა მგონია ჩვენზე ცუდად იქცეოდეს მაგრამ პერიოდულად რუსეთი ასევე უწესებს ემბარგოს სხვადასხვა პროდუქტზე. ახლაც რა დავაშავეთ?! რამდენი წელია ჩვენი ყველას ძალიახმევით ერთი ღერი თმა არ ჩამოსცვენია არცერთ რუს ტურისტს, რამდენი რამეც აგვიტანია და გაგვიტარებია ბოლო პერიოდში რომ არ გაგვემწვავებინა, ახლაც ერთმანეთს უფრო ვაგინეთ ერთმანეთს ვესროლეთ, მაგრამ შედეგი მაინც იგივე მივიღეთ.

დღეს ყველანი რომ შევთანხმდეთ, რომ გვირჩევნია ბაზარი ვიდრე თავისუფლება ხომ დარწმუნებულები ვართ რომ ჩვენი მომავალი თაობა ჩვენი შვილები მაინც იბრძოლებენ თავისუფლებისთვის და შესაბამისად მათი გადასალახი იქნება ის სირთულეები რაც ახლა ჩვენ გვაქვს.

და ბოლოს, დღეს აგრარულ უნივესრიტეტის სტუდენტების ღვინის დეგუსტაციაზე ვიყავი. ნახეთ რა ნათელი სახეებია მათი თავისუფლება ეტიკეტებშიც კი ჩანს და არც ჩემსავით სიბერეში ისწავლიან 2 ღერ ინგლისურს იმისათვის რომ თავი და ღვინო გაიტანოს გარეთ.

თავისუფლების გარეშე არ იქნება არასდროს არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა”, – წერს სოციალურ ქსელში იაგო ბიტარიშვილი. 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …