მეფრინველეობის ფერმა თელა ISO სტანდარტს ნერგავს

თბილისი (BPI) – კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მეფრინველეობის ფერმა „თელა“, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი ISO სტანდარტის დანერგვას გეგმავს.

იგეგმება სასაკლაოსა და დაფასოების ხაზის დამატება, რაც თელას პროდუქტის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლამდე მიტანაში დაეხმარება.

ფერმა სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბენეფიციარმა 960,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, დანარჩენი თანხა საკუთარი დანაზოგია.

ფერმა თვეში საშუალოდ 50 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოში მუდმივად 15 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …