მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისი (BPI) – თბილისის მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს.

კახა კალაძემ სასახლის შენობის უნიკალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შენობა მძიმე მდგომარეობაშია. “საუკეთესო ფუნქცია აქვს ამ შენობას, ემსახურება ბავშვებს”, – განაცხადა ქალაქის მერმა.

სამუშაოები წელსვე დაიწყება. მერის თქმით, პირველი აქცენტი ფასადის აღდგენაზე გაკეთდება, თუმცა სამუშაოები ჩასატარებელ იქნება შენობის შიგნითაც.

საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე კონკურსი გამოცხადებულია და განაცხადების მიღება 10 თებერვალს დასრულდება. პროექტირების ვადა 10 დეკემბრმდეა, სამუშაოების ღირებულება 600 000 ლარამდეა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …