მერია ელექტროველოსიპედების და მოპედებისთვის პარკირების ადგილებს სარგებლობის უფლებით გასცემს

თბილისი (BPI) – დედაქალაქის მთავრობამ პარკირების წესში ცვლილებები განიხილა, რომელიც  „მწვანე“ ტრანსპორტის სტიმულირებას ისახავს მიზნად. პარკირების წესს ემატება პუნქტი, რომელიც ელექტროველოსიპედების, მოპედებისა და ელექტროძრავიანი სხვა მსგავსი ტრანსპორტისთვის პარკირების ადგილების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სარგებლობის უფლებით გაცემას  ითვალისწინებს.

ახალი ნორმა თბილისში „მწვანე“ ტრანსპორტის გაქირავების პუნქტების, მათ შორის, „ქარ შეარინგის“ პრინციპით მოქმედი ცენტრების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. ეს კი, გააუმჯობესებს ქვეითთა გადაადგილების დინამიკასა და კომფორტს.

თბილისის მერია პარკირების წესში ცვლილებებს დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …