მერიას დეველოპერებთან ცენტრ პოინტის პროექტების დასრულებაზე მოლაპარაკებები აქვს

თბილისი (BPI) – კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიებს დაუსრულებელ მშენებლობების პრობლემის მოგვარების  გეგმა გააცნო.ისაუბრეს „ცენტრ პოინტის” პრობლემაზე. ქალაქის მერმა კარგ მაგალითად მ2-ისთვის სვეტის ვალდებულებების გადაბარება მოიყვანა.

„2500-მდე ოჯახისთვის პრობლემა მოგვარებულია. ახლა ცენტრ პოინტის მიერ დაზარალებული 6500-მდე ოჯახმა უნდა შეძლოს საკუთარი ფართების მიღება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილე ილია ელოშვილის თქმით, ცენტრ პოინტთან დაკავშირებით პრობლემა 2 სახისაა დაუსრულებელი მშენებლობები, სადაც ადამიოანებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება და აუშენებელი კორპუსები.

“კომპანიებს შევთავაზეთ გარკვეული პრეფერენციების სანაცვლოდ მოახდინონ თანხების აკუმულირება სპეციალურ ფონდში, რომელიც შეიქმნება. ამის შედეგად უნდა მოხდეს, პირველ რიგში, შვიდი დაუმთავრებელი ობიექტის გარემონტება, ხოლო რაც შეეხება არაშენებულ ობიექტებს, ამაზეც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ შევთავაზეთ დეველოპერულ კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა და მათთვის მისაღებ პირობებში მოხდეს ამ ობიექტების დასრულება. ჩვენ შექმნილი გვაქვს დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სპეციალური კომისია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, არსებული წესებიდან გარკვეული გამონაკლისები დაუწესონ იმ კომპანიებს, რომლებიც ასეთ მშენებლობებში ან გარემონტებაში მიიღებენ მონაწილეობას”, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …