მერიამ “ტაოს” ხელშეკრულება შეუწყვიტა

თბილისი (BPI) – თბილისის მერიამ კომპანია „ტაოსთან“, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში, მეშვიდე და მეოცე კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებდა, ხელშეკრულება შეუწყვიტა.

კომპანიას სკვერის მოწყობის სამუშაოები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა.

კახა კალაძის თქმით, გამოვლენილი ხარვეზების გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ სკვერში მთელი რიგი სამუშაოები შეაჩერა.

„პირდაპირ ვამბობ – ასეთი კომპანიები დედაქალაქის მთავრობასთან ვერ ითანამშრომლებენ. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, აღნიშნულ კომპანიასთან კანონით გათვალისწინებული პროცედურები გატარდეს.

„კანონის ფარგლებში იმოქმედეთ, რათა დროულად მოხდეს იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც თვალში საცემია. ეს კომპანია ანალოგიურად მუშაობდა ბუშის ქუჩაზე. იქაც გადაამოწმეთ შესრულებული სამუშაოები. შესაბამისად, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პროექტების დასრულება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …