მედიკამენტების იმპორტის ნებართვის მისაღებად განაცხადის განხილვის ვადა მცირდება

მედიკამენტების იმპორტის ნებართვის მისაღებად განაცხადის განხილვის ვადა მცირდება. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შეხვედრები შედგა ფარმაცევტულ კომპანიებთან და უკვე მომდევნო კვირიდან იწყება  განაცხადების მიღება თურქული წარმოების მედიკამენტების კუთხით.

„თურქეთის ბაზარი აღიარებითი ქვეყნების ბაზაში შევიდა და გაიხსნა. გვქონდა შეხვედრები ფარმაცევტულ კომპანიებთან და უკვე მომდევნო კვირიდან იწყება სამინისტროში განაცხადების მიღება თურქული წარმოების მედიკამენტების კუთხით. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვამცირებთ აღიარებული ქვეყნებიდან იმპორტის რეგისტრაციის განაცხადის განხილვის ვადას, ეს ვადა პანდემიის პერიოდში გაზრდილი იყო 45 დღემდე და ახლა შემცირდება შვიდ დღემდე, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად შევძლოთ მედიკამენტების შემოტანა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …