მედიკამენტების ერთიანი ვებპორტალი შეიქმნება

თბილისი (BPI) – კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის თქმით, ფარმაცევტულ სფეროში მომხმარებლისთვის ერთიანი ვებპორტალის შეიქმნება.

ლექვინაძის განმარტებით, ვებპორტალზე მომხმარებელი სწრაფად და ლოკაციის გათვალისწინებით შეძლებს მედიკამენტების ფასების შედარებას.

„უნდა შეიქმნას მოცულობითი ვებპორტალი, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება, საქართველოში არსებულ სააფთიაქო ქსელებში, გეოგრაფიული ლოკაციების მიხედვით მოძებნოს მისთვის საჭირო მედიკამენტები. ეს საინტერესო ევროპული გამოცდილებაა. გვინდა, გარკვეულწილად მივიღოთ სექტორიდან უკუკავშირი, რადგანაც ამ პროექტის განხორციელება ერთობლივი თანხმობით და ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობით წარმოგვიდგენია”, – აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …