მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს და მოქალაქეების მიერ წამლებზე ჯიბიდან გაღებული დანახარჯები შემცირდეს – ირაკლი ღარიბაშვილი

კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ჩემი დავალებით გადაიდგმება, იქნება ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის მკაცრად გაკონტროლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს ეს ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად მოგვარდება.„ასევე, ვგეგმავთ ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას, რათა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე არსებული მიდგომა შეიცვალოს და მოქალაქეების მიერ წამლებზე ჯიბიდან გაღებული დანახარჯები შემცირდეს. ამ მიმართულებით დაწყებულია საუბარი ბიზნესთან და ჩვენი მოსახლეობა ცვლილებებს მალე იხილავს.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვა. მომდევნო წლიდან პარლამენტს წარედგინება ადამიანის უფლებათა ახალი სტრატეგია, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტის განმტკიცება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …