მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ბათუმის მერია ახალ ღონისძიებას ახორციელებს, რაც გულისხმობს ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტთა ყოველთვიურ უზრუნველყოფას მედიკამენტ ლევეტირაცეტამით (ეპიქსს 1000 მგ.).
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ეპილეფსიით დაავადებულ ასაკით პენსიონერებს, 100 000-ამდე სარეიტინგო ქულის მქონე, შშმ და 18 წლამდე ასაკის პირებს. პროგრამაში მონაწილეობისთვის მერიაში ან მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინოთ განცხადება და შემდეგი დოკუმენტაცია:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,
• ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა IV-100/ა,
• სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირების ან სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს ცხელ ხაზს: 0 800 000 810 – 1.