მაჭავარიანი საგადასახადო შემოსავლების გეგმის 130 მლნ-ით გადაჭარბებას აანონსებს

თბილისი (BPI) – წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა 130 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში „მინისტრის საათზე“.

მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლების 10 თვის მონაცემებით, უკვე შესრულებულია დაგეგმილი მაჩვენებლის 84%-მდე.

„აღნიშნული მაჩვენებლისა და ნოემბერში წარმოდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით, პროგნოზირებულთან შედარებით, წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმას 130 მილიონი ლარით გადავაჭარბებთ და 2019 წლის საგადასახადო შემოსავლები იქნება 11 მილიარდ 410 მილიონ ლარზე მეტი, რაც გახლავთ შემოსავლების სამსახურში განხორციელებული სისტემური რეფორმების შედეგი“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.