“მაქსიმი”: დამატებითი მოსაკრებელი მძღოლებისთვის არ შემოგვიღია

თბილისი (BPI) – ტაქსის სერვისი “მაქსიმი” განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მძღოლები, რომლებიც მართავენ აქციებს სერვის «მაქსიმის» წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ვერ გაიგეს რაში მდგომარეობს სიახლე.

“არანაირი დამატებითი მოსაკრებელი მძღოლებისთვის სერვის არ შემოუღია. 20 თეთრი, რაზეც დაობენ ისინი, არ არის მათი შემოსავლის ნაწილი, არც კომპანიის, ეს არის მგზავრების გადასახდელი თანხა, კონტაქტ-ცენტრის მომსახურებისთვის. 20 თეთრი ჩამოიჭრება მძღოლის ანგარიშიდან მხოლოდ იმ შეკვეთებიდან, რომელიც შეიქმნა ოპერატორის მეშვეობით. მძღოლი, უბრალოდ გადასცემს სერვისს 20 თეთრს, რომელსაც იხდის მგზავრი. მისი შემოსავალი არ იცვლება. მაგალითად, მგზავრობა ღირს 6 ლარი, თუ მგზავრმა გამოიძახა ავტომობილი ოპერატორის მეშვეობით, ის დამატებით აუნაზღაურებს კონტაქტ-ცენტრს 20 თეთრს, რომელსაც უხდის მძღოლს. მგზავრობის საბოლოო ღირებულება მგზავრისთვის, შეადგენს 6.20 ლარს. მგზავრი გადასცემს ამ თანხას მძღოლს, მძღოლი კი 20 თეთრს გადასცემს სერვისს, შემდგომში კონტაქტ-ცენტრთან ანგარიშწორებისთვის. მძღოლის შემოსავალი 6 ლარი, რჩება უცვლელი. ამგვარად, მძღოლი არაფერს არ კარგავს, ვინაიდან, ეს 20 თეთრი თავიდანვე არ არის მისი და არც კომპანიის, იმიტომ რომ ეს 20 თეთრი არის კონტაქტ-ცენტრის მომსახურების საფასური. მგზავრებს კი შეუძლიათ დაზოგონ თანხა, თუ გამოიძახებენ ავტომობილს აპლიკაციის მეშვეობით, დანამატის გარეშე”, – განმარტებულია კომპანიის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …