მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ დოლარი გადაიგზავნა

2023 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 438.4 მლნ აშშ დოლარი (1134.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 127.1%-ით (245.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.8% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 95.4% მოდიოდა.

2023 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი (78.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მარტის (24.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.7%-ით მეტია.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …