მარტის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.2 მილიარდი ლარია

2023 წლის მარტის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.2 მილიარდი ლარია. უწყების ინფორმაციითვე, საპენსიო აქტივებზე დარიცხული წმინდა ამონაგები 477 მილიონ ლარს აჭარბებს.

წმინდა უკუგება საინვესტიციო საქმიანობის დაწყებიდან დღემდე 42.57%-ს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 383 ათასი ადამიანი დაფიქსირდა;

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,273 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 8,712,552.41 ლარს შეადგენს.

მნიშვნელოვანი მოვლენები

გრძელდება პორტფელის დივერსიფიკაცია და 22 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელი შემდეგნაირად გამოიყურება:

სააგენტომ ამ პერიოდში ინვესტირება განახორციელა თიბისი ლიზინგის 3-წლიან ვადიანობის კორპორაციულ ობლიგაციებში 7.96 მილიონი ლარის ოდენობით. ობლიგაციის კუპონის განაკვეთი 3-თვიან TIBR + 3.00% შეადგენს (ყიდვის მომენტში 14.15%).

აღსანიშნავია, რომ მოცემულ ემისიაში ინვესტიცია რიგით მე-2 ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირებაა. ამავდროულად, საპენსიო სააგენტო განაგრძობს აქტივების გლობალურ დივერსიფიკაციას და პირველი კვარტლის განმავლობაში განვითარებული ეკონომიკების ინდექსის ფონდთან ერთად შეიძინა დამატებითი გლობალური ინდექსების ფონდები. შედეგად, გლობალურ აქციებში ინვესტირების წილმა საპენსიო აქტივების 10%-ს გადააჭარბა და მომავალშიც ზრდა იგეგმება.

საპენსიო სააგენტოსა და იუსტიციის სახლს შორის მომხმარებლისათვის სააგენტოს სერვისების მიწოდების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა და 1 მარტიდან საპენსიო სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა. ვრცლად იხილეთ ბმულზე

საპენსიო სააგენტოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ჩართულობით ხარისხის მართვის ევროპული მოდელი – „შეფასების ერთიანი სისტემა” (CAF) დაინერგება. ვრცლად იხილეთ ბმულზე

გრძელდება საპენსიო სააგენტოს სერვისების დიჯიტალიზაცია. საქემის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ სააგენტოს სერვისები დისტანციურ რეჟიმში მიიღონ. ვრცლად იხილეთ ბმულზე

ცნობიერების ამაღლების და სქემის მონაწილეების მეტი ინფორმირებულობის უზრუნველყოფისთვის საპენსიო სააგენტომ დაიწყო თანამშრომლობა Fin.Edu-ს პლატფორმასთან, რომლის სააგენტო ჩაერთო სხვადასხვა საინფორმაციო აქტივობაში. ვრცლად იხილეთ ბმულზე

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …