მარნეულში „აქტუალის“ ჟურნალისტიკის კურსების გახსნის ღონისძიება გაიმართა

19 ივლისს მარნეულში, „აზერბაიჯანის სახლის“  შენობაში „აქტუალ მედიის“ ჟურნალისტიკის კურსის გახსნის ცერემონია გაიმართა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჟურნალისტური კუთხით განვითარებასა და მათ სამოქალაქო ინტეგრაციას ქვეყანაში. ღონისძიების დროს „აქტუალ მედიის“ დამფუძნებელმა ილქინ ჰუსეინოვმა აღნიშნა, რომ კურსები, რომლებშიც ეთნიკურად აზერბაიჯანელები მიიღებენ მონაწილეობას, გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში და იგი იქნება უფასო.  პროექტის კოორდინატორის თქმით, კურსი ხორციელდება მესამედ და მასში ამჯერად, 25 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.  ასევე წამყვანების მხრიდან აღინიშნა, რომ მის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან პრაქტიკულ სამუშაოებში, უფრო ახლოს გაეცნობიან ცოცხალ ჟურნალისტიკას  და ამ კუთხით მიიღებენ დიდ გამოცდილებას.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ტარიელ ნაკაიძე, გოგი მეშველიანი, ასევე ყოფილი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს   “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნარგიზ ალიევა, აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში, TIKA-ს თბილისის კოორდინატორი ტუბა ოზუტოკი, არასამთავრობო ორგანიზაციის, „ლიბერალური აკადემიის“  ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში,  თურქული სკოლის, “მაარიფის” წარმომადგენელი ფატმა ჩავუშლუ, თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტის წარმომადგენელი მუჰამედ სარიევი და სხვა აქტივისტები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დრო სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის წევრები და სხვა ოფიციალური პირები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროექტების შემუშავება, რადგან ეს ხელს შეუწყობს,  ეთნიკური ახალგაზრდებსი გააქტიურებას, მათ გაძლიერებასა და ინტეგრაციას ქვეყანაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …