მარნეულის სასურსათო ქარხანამ წითელი ტყემალი შესამოწმებლად გერმანულ ლაბორატორიაში გააგზავნა

თბილისი (BPI) – მარნეულის სასურსათო ქარხანამ თავისი წარმოების ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში (SGS Institut Fresenius – https://www.institut-fresenius.de/en/) გააგზავნა.

მარნეულის სასურსათო ქარხანამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, იმისათვის, რომ მათი ზედამხედველობით ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშების აღება და დალუქვა მომხდარიყო.

კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიებიდანსურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა. გაგზავნილია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოების სხვადასხვა პარტიებიდან შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი, ასევე შემოწმებას გაივლის წარმოებაში გამოყენებული დაღერღილი და დაფქვილი წიწაკა. რამდენიმე დალუქული ნიმუში გადამოწმებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც წაიღო.

ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორია (SGS Institut Fresenius) გერმანიაში მდებარეობს და 155 წლიანი გამოცდილება აქვს. ლაბორატორია კვლევებისა და ანალიზების სფეროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კომპანია ანალიზების პასუხს მიღებისთანავე აცნობებს საზოგადოებას.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის ტრადიციული წითელი ტყემალი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც  აღმოჩენილია საკვები პროდუქტებისთვის დაუშვებელი ნივთიერება. ლაბორატორიის პასუხებამდე კომპანიამ დროებით შეაჩერა აღნიშნული პროდუქტის რეალიზაცია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …