მარიამ ქვრივიშვილმა ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ევროკავშირის თანაორგანიზებით “Global Gateway“-ის ინიციატივის ფარგლებში უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ტარდება.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის მიზანია ტრანსკაპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ გააძლიეროს ევროკავშირის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების ხელშესაწყობად.

ფორუმი გახსნეს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ჯამშიდ ხოჯაევმა და ტრანსპორტის მინისტრმა ილჰომ მაჰკამოვმა, აგრეთვე ევროკომისარმა საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იოზეფ სიკელამ და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა.

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია პანელური დისკუსია, სადაც მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს საქართველოს მთავრობის ხედვასა და გეგმებს, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას და ჩვენს რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.

მარიამ ქვრივიშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაში.

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …