მარეგულირებელმა გაზგამანაწილებლებს ნორმატიული დანაკარგები დაუდგინა

თბილისი (BPI) – სემეკმა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ნორმატიული დანაკარგები დაამტკიცა. დანაკარგების ოდენობა სხვადასხვაგვარია სხვადასხვა კომპანიისთვის

„დიღომი ვილა გაზისთვის“ – 2020 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე 2%.
„გოგოჭური და კომპანიისთვის“ – 2020 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე 0.08%.

„ინტერ გაზი“-სთვის – 2020 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის 0%-ით განისაზღვრა.

„დიდი დიღომისათვის“ ნორმატიული დანაკარგების ოდენობა 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, ყოველწლიურად შემცირდება 2021 წლის 1 იანვრამდე – 6.10%-ი იქნება, 2025 წლის 1 იანვრამდე კი 2%-მდე შემცირდება.

ასევეა „ენერგია+“-სთვის – 2020 წლის 15 მაისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე – 3%; 2025 წლის 1 იანვრამდე კი მაჩვენებელი 2%-ით განისაზღვრება.

„ყამარი მ“-სთვის 5 წელში მაჩვენებელი 6.90%დან 2025 წლის 1 იანვრამდე – 2%-ს მიაღწევს.

შპს „მამედი“-სთვის 2021 წლის 1 იანვრამდე -3.12%-ით განისაზღვრება წლების მიხედვით მცირდება და 2025 წლის 1 იანვრამდე – 2%-მდე.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …