“მანნას” ჩაი ევროპის ბაზარზე გადის

თბილისი (BPI) – ქართული კომპანია “მანნას” წარმოებული ჩაი ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის.

“მანნას” საწარმო საგურამოში მდებარეობს, კომპანია ნატურალურ და ბიოლოგიურად სუფთა ჩაის აწარმოებს და მომხმარებელს 10 სახეობის ჩაის სთავაზობს როგორც დასაყენებელი სახით, ასევე პაკეტებში.

“მანნას” გაყიდვების მენეჯერი თიკო ჟორჟოლაძე რადიო გადაცემა “ბიზნეს პოზიტივთან” ამბობს, “მანნას” პროდუქცია ექსპორტზე გადის, ჩეხეთში, იტალიაში, გერმანიაში, რუსეთში, სატესტო პარტია გაგზავნილია აშშ-შიც და მიმდინარეობს საექსპორტო ბაზრების გაფართოება.

მანნა / Manna-ს ფოტო.

საწარმო „მანნა“ თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი და
20 ადამიანია დასაქმებული.

ადგილობრივ ბაზარზე “მანნას” ორგანულ და არაორგანულ, კლასიკურ ჩაისა და სხვადასხვა მცენარეებთან შერეული ჩაის ნაირსახეობის შეძენა შესაძლებელია გუდვილის, კარფურის ჰიპერმარკეტებში ისთპოინტსა და თბილისი მოლში, ასევე აგროჰაბში, ნიკორას, ევროპროდუქტისა და უნივერსამის სუპერმარკეტებში.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საწარმო საგურამოში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გახსნა. საწარმოში ჯამურად 871,058 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 348,423 ლარი გრანტია, 435,529 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმო გათვილია ასევე სანელებლების წარმოებაზე და წლიურად 8 ტონა ჩაის და 4 ტონა სანელებლებს გადაამუშავებს.  

კომპანია ნედლეულს ყიდულობს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მანნა / Manna-ს ფოტო.

გადამამუშავებელ საწარმოში გასულ წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგა.

მანნა / Manna-ს ფოტო.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …