მამუკა ხაზარაძე: ჩვენ არ გვეშინია!

თბილისი (BPI) – ანგარიშების დაყადაღების მიუხედავად, საქართველოსა და უცხოეთში მყოფი ხაზარაძე/ჯაფარიძის მეგობრები მზად არიან მათ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარონ.

მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას შეეშინდა.

“რატომ შეეშინდა? ძალიან შეეშინდათ. როცა ის სამსახურები, რომელთა ხელფასებსაც ბიზნესმენები ვიხდით, გამოყენებულია პოლიტიკური დევნისთვის, ნიშნავს  რომ არსებობს შიში, პანიკის საფუძველი. ჩვენ არ გვეშინია”.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ბიზნესმენისთვის ანგარიშების დაყადაღება ნიშნავს, რომ ვერ მოემსახურება ვალებს, ადგილობრივ თუ უცხოურ საკრედიტო მომსახურებას ვერ განახორციელებს და ვერ დაააფინანსებს ანაკლიის პორტს.

“მათი გაგებით, ეს ნიშნავს, რომ ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, პარტიას, რომლის დაფუძნების თარიღსაც მალე შეგატყობინებთ. არ გამოგივათ არაფერი. რატომ? საქარათველოში არსებობს მეგობრობა ჰქვია და რომელიც ამ ხელისუფლებას არ ჰყავს. ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი საქართველოში და უცხოეთში და მზად არიან ის კურსი, რაც შევპირდით ხალხს, რომ რეალობა, ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო ერთ ხელში, დასრულდეს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …