მამუკა ხაზარაძე: ეროვნულ ბანკს სამარცხვინო მმართველი ჰყავს

თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძე პროკურატურას საბჭოურ გადმონაშთს, ეროვნული ბანკის მმართველს კი სამარცხვინოს უწოდებს.

პროკურატურიდან გამოსულმა თიბისის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ პროკურატურის ბრიფინგმა და განცხადებებმა თიბისი ბანკის აქციონერები მილიონობით აზარალა.

“ეს ბრიფინგი წინა ბრიფინგების გაგრძელებაა, რომლებმაც იანვარში ლონდონში ჩვენი აქციონერების $200 მლნ-ით აზარალა, დღეს კი იმის გამო, რომ პროკურატურაში 5 წუთით მოვსულიყავით და რაღაც ქაღალდები გადმოეცათ, თიბისისი აქციები 8%-ით დაეცა, რაც რამდენიმე ათეული მლნ-ია აქციონერებისთვის”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ამით აზარალებენ არ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, არამედ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს, ინვესტორებს ეუბნებიან, რომ უსაფრთხოდ არ არიან.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და …