მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თიბისის შემდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსაც ტოვებენ

თბილისი (BPI) – თიბისის შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე “ანაკლიის განვითარების კოსორციუმის” მმართველ საბჭოსაც დატოვებენ.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მომავალ კვირაში ის და ბადრი ჯაფარიძე გამართავენ პრესკონფერენციას, რომელზეც ამ პროექტის გადარჩენის მიზნით, მის მმართველ საბჭოს ოფიციალურად ჩამოცილებაზე განაცხადებენ.

“ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს და მე თავმჯდომარეობას და ბადრი მოადგილეობას ჩამოვშორდებით, რომ ვინმემ არ დაგვაბრალოს რომ ჩვენ გამო შეჩერდა ინვესტიცია”, – ამბობს ხაზარაძე.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …