მამუკა ხაზარაძე: ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ!

თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ არაფერი გამოუვა. “ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე”.

მისი თქმით, ანაკლიის პროექტის გუნდი დღე და ღამე მუშაობს პროცესის გამარჯვებამდე მისაყვანად.

“გამარჯვება პირველ რიგში არის, რომ დავამთავროთ მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომლებთანაც რამდენჯერაც ახლოს მივედით ხელის მოწერაზე, იმდენი პროკურატურა მოგვიქსიეს, მოგვიქსიეს მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ხაზარაძე/ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღების მიზანია, რომ ვერ გადავიხადონ ხელფასები, ვერ მოვემსახურონ კრედიტებს, რომლებიც აქციების დაგირავების შედეგად აიღეს.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …