მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობას ლელო დაარქვა

თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობას „ლელო“  ეწოდა. ანკლიაშის პრეზენტაციაზე მან განაცხადა, რომ 12/12  ლიდერს აგროვებს, ყველა სფეროდან. მოძრაობა ლიდერების პარტიად ჩამოყალიბდება. ორომელიც იქნება ჰორიზონტალური, მწყობრად აწყობილი ლიდერების პარტია.

„ვაფუძნებთ მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, მიზნების მიღწევის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, – განაცხადა თიბისი ჯგუფის დამფუძნებელმა.

მინდა ვიღვაწო და საქმე გავაკეთო – მამუკა ხაზარაძე ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო”-ს დაფუძნებზე განაცხადა, რომელიც მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. პარტიად, რომელიც იქნება ჰორიზონტალური, მწყობრად აწყობილი ლიდერების პარტია.

ხაზარაძე ამბობს, რომ მადლობასაც კი უხდის ჩინოვნიკებს, რომელთა შეტევის მსხვერპლია, რადგანაც მან ნათლად დაინახა ის ვითარება, რაშიც არის ქვეყანა.

მისი მიზანი ბედნიერების ინდექით ლიდერ ქვეყნების 10-ეულში საქართველოს მოხვედრაა. მან მსოფლიო სტატისტიკა მოიხმო, წამყვანი ხუთეული, პატარა ზომის და მცირე მოსახლეობის ქვეყნები.

“ჩვენ არავის ვეჯიბრებით სამშობლოს სიყვარულში, ჩვენ უბრალოდ გვიყვარს სამშობლო”, – ბიზნესმენმა თაბუკაშვილის  ნათქვამი მოიხმო, რომ ყველაზე დიდი პატრიოტი პროფესიონალია.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …