მამუკა წერეთელი: ფოთის ახალი ტერმინალის არსია გაიზარდოს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი 

თბილისი (BPI) – „ფოთში ახალი ტერმინალის პროექტის არსი არის ის, რომ გაიზარდოს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი. ის ფაქტი, რომ მეტი წყალწყვის გემები შემოვლენ პორტში და პირდაპირი სატრანსპორტო კომუნიკაციის მეტი საშუალება გაჩნდება არა მარტო ევროპის ქვეყნებთან, არამედ ამერიკის კონტინენტთანაც,  შესაძლებლობას იძლევა, რომ გემებმა იარონ პირდაპირ აშშ-ში და წაიღონ ის ტვირთები, რომელიც წარმოებულია ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში და სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, ეს საქართველოს სატრანზიტო – სავაჭრო ფუნქციის გაზრდის ერთ-ერთი დიდი სტიმულია“ – განაცხადა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა განაცხადა.

წერეთლის შეფასებით, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია არის მთავარი საერთაშორისო ფუნქცია, რომელიც ქვეყანას აძლევს საშუალებას  ჩართული იყოს გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პროცესებში.

ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს „პეის ჯგუფი“ განახორციელებს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. აღსანიშნავია, რომ თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC – ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.

ახალი პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. საპორტო ინფრასტრუქტურა განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შდეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. აღნიშნული ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ღირებულებაა 120 მლნ. აშშ დოლარი. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 50 მლნ აშშ დოლარი OPIC – ის ინვესტიციაა.

„პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ტერმინალის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …