მამუკა ბახტაძე აქციის დაშლას იმ ტკივილს უწოდებს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაყვება

თბილისი (BPI) – ექსპრემიერი მამუკა ბახტაძე მედიასთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლა არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაყვება მას  და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ამავდროულად ის ამბობს, რომ ივლის წელგამართული და თავაწეული, რადგან რასაც აკეთებდა, ყოველთვის ემსახურებოდა ეროვნული ინტერესების დაცვას.

„ძალიან ბევრს დავდივარ საქართველოში და ასევე გავაგრძელებ სიარულს და მე ვივლი წელგამართული და თავაწეული იმიტომ, რომ მე რასაც ვაკეთებდი, ეს ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს, ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მე და დარწმუნებული ვარ, გაჰყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რაც შეეხება ჩემს მაშინდელ სიტყვებს, აქაც  სიტუაცია იყო ძალიან ერთმნიშვნელოვანი. 7 წელია, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში და მე ვფიქრობ, მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა ღირებულებებით საუბრობს ის საზოგადოებასთან. როდესაც მე ეს სიტყვები ვთქვი, ბუნებრივია განწყობა იყო ასეთი და ეს განწყობა ერთი წამითაც არ შეცვლილა არასდროს, მაგრამ ამავე დროს  თქვენ ნახეთ ის კადრები, როგორ მიმდინარეობდა შტურმი საქართველოს პარლამენტის შენობაზე და პოლიცია, პასიური კორდონი ფაქტობრივად, ვეღარ ამაგრებდა და ვერ უწევდა წინაღმდეგობას შტურმს. მათ მოუწიათ ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სამწუხაროდ. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც მე პირადად სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …