თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი, 5.5%-ზე მეტიდან, თითქმის 8%-მდე;
ზრდის ფაქტორების მხრივ, მომატებულია ტურიზმის, გზავნილების, დაკრედიტების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და იმპორტის მოლოდინები;
ექსპორტის მხრივ, წინა შეფასებასთან შედარებით, მხოლოდ მცირედი გაუმჯობესებაა. ბიუჯეტის დეფიციტი კი უფრო ნაკლებ ნიშნულზეა;
ამავდროულად, ინფლაციის მიმართულება კვლავ პრობლემურია. საკუთრივ, წლის ბოლოსათვის წინა, 9.5%-იანი პროგნოზი მხოლოდ მცირედით, თუმცა მაინც გაზრდილია. თუმცა, იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში ლარი დამატებით გამყარდება;
მონეტარული პოლიტიკის კუთხით, მაღალი ინფლაციის მიუხედავად, შემდგომი გამკაცრება არაა ნავარაუდები. ამის მიზეზი, ფასებზე ძირითადად მიწოდების მხრიდან გამოწვეული ზეწოლაა;
გასაგებია, რომ თუ საქართველოში ზრდა უფრო ნაკლები იქნება, ამით ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასი არ შემცირდება;
ამასთან, ლარის შემდგომი გაძვირება ხელს უშლის ლარიზაციის პროცესს;
დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი აზრით, არ არის აუცილებელი ლარში გამკაცრებამ ეკონომიკის ზრდა შეაფერხოს. კერძოდ, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ეფექტის გარდა, ლარის გამყარება აუმჯობესებს სამომხარებლო და ბიზნეს განწყობებს და ამით, სულ მცირე მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა პირიქით ჩქარდება;
თავის მხრივ, სავალუტო შემოდინებები ისედაც ძლიერია და დამატებითი გამკაცრების გარეშეც ლარის გამყარება ვფიქრობთ რომ სწორედ საბაზო სცენარია;
ლარის საშუალო კურსის კუთხით, ჩვენი აზრით, სადღეისოდ გარკვეული ზედმეტად გამყარების ნიშნები აღარ იკვეთება;
ამავდროულად, კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების გარეშე, რაც როგორც ჩანს უფრო სამომავლო პერსპექტივაა, ლარის დოლართან მკვეთრი გამყარების ალბათობა ახლო პერსპექტივაში შედარებით ნაკლებია.
შემთხვევითი სიახლე
ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …